Into the Europe


part 4

ცოტა ხანს გვეძინა, მაგრამ მაინც ჰასანზე ადრე გავიღვიძეთ. უკვე  9საათი ხდებოდა და ჩვენ წასვლა გვინდოდა, საღამომდე მაინც რომ ჩავსულიყავით ვარშავაში. მაგრამ ჰასანს აშკარად არსად ეჩქარებოდა და არც აპირებდა გაღვიძებას. გადავწყვიტეთ ჩავრეულიყავით. ჰასანი გავაღვიძეთ. ადგა და რაღაც გვითხრა თურქულად. ვცადეთ გაგვეგო როდის გავაგრძელებდით გზას. ჰასანმა 2 თითი გვაჩვენა. ვერ მივხვდით რას ნიშნავდა, 2 წუთს, 2საათს, 2 დღეს თუ 2 საუკუნეს. რა უნდა გვექნა. გადავედით უკან და დაძინება ვცადეთ , მაგრამ ვინ გაცადა. ცოტა ხანში ჰასანი მოდის და რაღაცას გვანიშნებს თუ გვეუბნება. 10წუთიანი წვალების შემდეგ მივხვდით რომ უნდოდა მანქანიდან ჩავსულიყავით. ჩვენ ვიფიქრეთ რომ აღარ მივყავდით და ცოტა შეგვეშინდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ გულკეთილ ჰასანს ჩვენთვის საუზმე გაუმზადებია. პატარა გასაშლელ მაგიდაზე იდო მოხარშული კვერცხი, პური, ყველი, რომელიც ძალიან ჰგავდა ქართულს, ჯემები და ჩაი. ძალიან გემრიელი აღმოჩნდა ყველაფერი. ვისაუზმეთ და გზა გავაგრძელეთ, თან გვიხაროდა, რომ ჰასანი არ იყო ჩვენზე ნაწყენი.

ჯამში ალბათ 7-ჯერ დავიკარგეთ და 10-ჯერ შევქმენით ავარიული სიტუაცია. უკვე ძალიან ახლოს ვარშავასთან პატარა ქალაქში გავჩერდით. ჰასანს პოლონური ნომრის ყიდვა უნდოდა და კოდაკთან გააჩერა, რომელიც დაკეტილი აღმოჩნდა. ისე მინდოდა რომ მალე წავსულიყავით, გადავწყვიტე დავხმარებოდი. გამვლელებს ვკითხე და იქვე ახლოს ბენზინგასამართ სადგურზე მიმითითეს, იქ იყიდება ნომრებიო. მე მარიამი და ჰასანი წავედით მაღაზიაში. კიდევ კარგი გავყევით. პოლონელ გამყიდველებსაც თურქულად ელაპარაკებოდა, ისინი ვერაფერს ვერ გებულობენ და იცინოდნენ. ძლივს ვაყიდინეთ ჰასასნს პოლონური ნომერი, რომელიც თურმე ინტერნეტისთვის ჭირდებოდა. ჩართო და ეგრევე ფეისბუქზე შევარდა. მერე ვაიბერში ვიღაცას სტიკერებს უგზავნიდა და გზას უკვე  საკმაოდ იშვიათად უყურებდა. სანამ ამ ქალაქამდე მოვიდოდით სხვაგან გადაუხვია, იმის გამო რომ ცალი ხელით ამ უზარმაზარი ტრაილერის საჭეს ატრიალებდა, მეორეთი კი ჩაის ამზადებდა.ტრაფარეტს არ შეხედა და სხვა მიმართულებით წავედით. როცა მიხვდა რომ გზა აერია საკუთარ თავთან ჩხუბი დაიწყო. ვერსად ვერ მოვბრუნდით, ამიტომ რამდენიმე კილომეტრი ასე მივდიოდით გაურკვევლი მიმართულებით. თუმცა გარშემო ისეთი სილამაზე იყო, მე მაინცდამაინც არ ვდარდობდი. მზე ჩადიოდა და ულამაზესი იყო საოცრად მოვლილი სახლები და ბაღები. უზარმაზარი მინდვრები, პატარა ხის სახლებით ამერიკული ფილმის სიუჟეტს ჰგავდა. პირველად მიხაროდა რომ დავიკარგეთ.

Advertisements

Into The Europe


Part 3

მიუხედავად იმისა, რომ არც მე და არც მარიამს ერთი სიტყვაც კი არ გვესმოდა, ჰასანი ჯიუტად გველაპარაკებოდა თუქრულად !  რაღაცებს გვეკთხებოდა და ჩვენ ინგლისურად ან რუსულად ვპასუხობდით, ვერც ის გებულობდა ვერაფერს, ვერც ჩვენ. ძალიან სახალისო იყო 🙂 Google translate -მაც რომ ვერ გვიშველა, თავი დაგვანება. მე ცოტა ხნით დავიძინე, მერე მარიამს გავუცვალე ადგილი. ასე გავიარეთ უნგრეთის დარჩენილი ნაწილი და გადავედით სლოვაკეთში.  ამ ეტაპზე ჰასანზე კეთილი და მაგარი ტიპი უბრალოდ არ არსებობდა სამყაროში. სანამ არ დავიკარგეთ.

ღამით თითქმის მივედით პოლონეთის საზღვართან, მაგრამ სარემონტო სამუშაოების გამო გზა გადაკეტილი დაგვხვდა. ცოტა ხანს ნისლში ვიბოდიალეთ წინ და უკან, მერე შევამჩნიეთ რომ ჩვენს უკან ჯიპით ბულგარელები მოდიოდნენ. რადგან ჰასანი არცერთ გასაგებ ენაზე არ მეტყველებდა ჩავედი და ბულგარელ მძღოლს მე ველაპარაკე. მან გზა გვასწავლა და ჩვენც იქეთ გადავუხვიეთ. აღმოვჩნდით სლოვაკეთის პატარა სოფელში. ჰასანი სიბნელეში, ნისლში, ამ სოფლის უწვრილეს ქუჩებში, უზარმაზარ ტრაილერს თითქმის მინი კუპერივით დააქროლებდა. მარიამს უკან ეძინა, არ მინდოდა მისი გაღვძება ხოდა,  ჩემთვის ჩუმად ვნერვიულობდი. უცებ, ჰასანმა მთელი ძალით დაამუხრუჭა. მარიამი წინ გადმოვარდა, ქურა და ჩაიდანი აყირავდა..ზუსტად რაღაც ხრამის წინ ვიდექით. ჰასანს ქართულად ვაგინეთ და გზა გავაგრძელეთ.

მე და მარიამს რაღა დაგავძინებდა, ჰასანმა კი გამოაცხადა (ანუ ხელით გვიჩვენა) მეძინება და უნდა გავჩერდეთო. წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიყავი, პირიქით. ვგრძნობდი, რომ თუ არ გამოიძინებდა  სადმე მართლა გადაგვჩეხავდა ან ურალოდ დავიკარგებოდით . გავჩერდით სლოვაკეთში, გზის პირას რაღაც სადგურზე.  აქ გაჩნდა ერთი პრობლემა. საწოლი ერთი იყო, ჩვენ კი სამნი ვიყავით. ჰასანმა დიდსულოვნდად და საკმაოდ დაჟინებით შესთავაზა საწოლის გაყოფა მარიამს ! საოცარი პანიკა ავტეხეთ. ორივემ ერთად და ცალ-ცალკე ავუხსენთ ჰასანს, რომ მარიამი მასთან არ დაიძინებდა. ვუთხარით, რომ ჯერ არ გვეძინებოდა, და თუ რამე წინა სკამებზეც შეგვეძლო დაძინება. ეს ყველაფერი ჟესტებით ავუხსენით და მანქანიდან ჩამოვედით. ჰასანმა დაიძინა, ჩვენ კი ვისხედით სადღაც სლოვაკეთში, ავტობუსის გაჩერებაზე პლედებით, დილის 4 საათზე და ისეთ სისულელეებზე ვლაპარაკბდით და ვიცინოდით, რომ დაწერაც არ ღირს.

ცოტა ხანში მანქანაში დაბრუნება გადავწყვიტეთ, მაგრამ მანქანასთან რომ მივედით კარები დაკეტილი დაგვხვდა. შიგნიდან ისევ ისმოდა თურქული სიმღერები, რომლებსაც ჰასანი ძილშიც კი უსმენდა. რამდენჯერმე დავაკაკუნე ფანჯარაზე, მაგრამ ჰასანს ან არ გაუგონია, ან უბრალოდ მარიამის უარით შეურაცხყოფილი თავს იმძინარებდა. :))

დავბრუნდით ისევ გაჩერებაზე, მაგრამ მანქანისკენ ვიხედებოდით ყოველ წამს. გვეშინოდა, რომ ნაწყენი ჰასანი გაგვეპარებოდა და დაგვტოვებდა ღმერთმა უწყის სად. ასე გავიდა კიდევ 1-2 საათი. ბოლოს, სიცივეს რომ ვეღარ ვუძლებდით მანქანასთან მივედით და ისეთი ბრახუნი ავტეხეთ, ჰასანმა ორ წამში გაგვიღო კარები. სანამ ავძვერით და სკამებზე მოვკალათდით, ჰასანა უკვე ხვრინავდა. ჩუმად მოვიდუღეთ ყავა, შევჭამეთ ვაფლი და დავიძინეთ.

Into the Europe


Part 2

ჩვენს მძღოლს ერქვა ჟუჟა. ცოტა ველაპარაკე უნგრულად. თავის შვილზე მიყვებოდა , საელჩოში მუშაობს სადღაც და ფრანგული იცისო. მერე სელფიც გადავიღეთ და ესე მხიარულად დავშორდით ერთმანეთს გოდოლოს და მიშკოლცის გზების გადაკვეთაზე. მიშკოლცის გზაზე რომ გადავსულიყავით პატარა მინდორი და წყლის არხი უნდა გაგვევლო. ალბათ სხვა გზაც იყო, მაგრამ , რა თქმა უნდა, ჩვენ პირდაპირ გადავჭერით გზა. არხთან დავეცი. საჭიროზე მეტი ვიცინეთ და გზა გავაგრძელეთ.

ისევ მაგისტრალზე დავდექით და ცოტა ხანში გაგვიჩერა ტრაილერმა. გავიქეცით და ახლა იქ ავეტენეთ. ძალიან აჟიტირებულები ვიყავით, ესეთი რაღაც მარტო ფილმებში თუ გვენახა. მძღოლი პატარა, მსუქანი კაცი იყო. უზარმაზარი ულვაშები და ძალიან კეთილი სახე ქონდა. ჩემი და მარიამის გასაკვირად მთელი გზა უნგრულად ველაპარაკებოდი. გამომკითხა ყველაფერი რაც მოასწრო, საკმაოდ გალანტურად წამეფლირტავა, სელფიც გადაიღო ჩვენთან ერთად და მიშკოლცის გადასახვევთან დაგვტოვა.ხუთშაბათამდე თუ დაიცდით მე წაგიყვანთ ვარშავაშიო,მაგრამ გვეჩქარებოდა ჩვენ. თავისი შვილის e-mail მოგვცა,რამე თუ დაგჭირდეთ მიწერეთო.  მადლობა გადავუხადეთ და წამოვედით. წვიმა დაიწყო, ამიტომ იქვე , ბენზინგასამართ სადგურზე კაფეში შევედით. ვიფიქრეთ რომ სანამ ყავას დავლევდით წვიმა გადაიღებდა. მაგრამ საღამოს 6 საათზე ისევ ისე წვიმდა და არც აპირებდა გადაღებას. მოკლედ, ისევ გავედით გზაზე და ამჯერად წვიმაში დავიწყეთ ლოდინი.თან ვლაპარაკობდით ,იმაზე თუ როგორი აუცილებელი რამეა საწვიმარი.  ძლივს გაგვიჩერეს მანქანა. 30 წლამდე სოლიდური გარეგნობის ბიჭმა ჩაგვსვა თავის გაკრიალებულ BMW- ში ორი სველი, გაყინული და ტალახიანი გოგო.  სლოვაკეთის ქალაქ Kassa kosica-მდე , სადაც ჩვენ მივდიოდით, დარჩენილი იყო 100 კმ. ჩვენმა მძღოლმა, ლაიოშმა , მხოლოდ 20 კმ-ით წაგვწია წინ და პატარა ქალაქ Enc-ში დაგვტოვა. ისევ წვიმდა და იმ ქალაქში ალბათ ერთადერთი სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს დავდექით, მაგრამ არავინ გვიჩერებდა. უფრო მეტად დავსველდით ორივე და უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ ნერვიულობა. ღამდებოდა.

ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ რიგრიგობით დავმდგარიყავით. პირველი მე წავედი და 5 წუთში უკან დავბრუნდი. მერე მარიამი წავიდა, მე მაღაზიაში შევედი ახალი ყუთის და დიდი პარკის სათხოვნელად. ჩვენი კარდონი დასველდა და წარწერა აღარ ჩანდა კარგად. მაღაზიიდან გამოვედი ყუთით და პარკით ხელში და უცებ, მარიამი მიყვირის გზის მეორე მხრიდან მგონი ტრაილერმა გამიჩერაო. ტრაილერი მართლა იდგა მოშორებით და აშკარად ჩვენ გველოდებოდა. მარიამი მძღოლთან გაიქცა, მე ავიღე ყველაფერი რაც შევძელი და გავიქეცი. გზაში შევხვდით ერთმანეთს, თავისი ჩანთისთვის მორბოდა, მძღოლმა სლოვაკეთამდე წაგიყვანთო. მე მივედი მანქანასთან და მძღოლს ჩანთები მივაწოდე. ბოლოს მეც ავედი ძლივს და მარიამს დავეხმარე ამოსვლაში. მოკლედ, ჩავლაგდით , დავიძარით და ერთბაშად გაირკვა მილიონი რამ:

  • მძღოლს ერქვა ჰასანი, იყო თურქი და ლაპარაკობდა მხოლოდ თურქულად. no englis, no russian,no hungarian, no french..
  • მანქანაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებდა გაზის ქურა და ჩაიდანი 🙂 ჰასანმა ეგრევე ყავა გაგვიკეთა და სხვდასხვანაირი ტკბილეული რომ იტყვიან თავზე დაგვაყარა.
  • მანქანაში იყო საწოლი.
  • და რაც ყველაზე მთავარია ! როგორღაც გავარკვიეთ,რომ ჰასანი მიდის არა სლოვაკეთში, არამედ პირდაპირ ვარშავაში. ამაზე კარგი ალბათ ვერაფერი მოხდებოდა. ამიტომ ისეთი წივილ-კივილი ავტეხეთ, რომ ჰასანიც კი მიხვდა როგორ გაგვეხარდა. გარეთ საშინლად წვიმდა. ჩვენ კი ვიჯექით ჰასანის ტრაილერში თბილად, ვსვამდით ცხელ ყავას და არაჩვეულებრივ თურქულ ჩაის. ვაყოლებდით მძღოლის ტკბილეულს, ვუსმენდით თურქული ესტრადის რჩეულ სიმღერებს და ვფიქრობდით იმაზე, თუ როგორ გაგვიმართლა.

Into the Europe


კნოს და მარიამის მოგზაურობა

Part 1

ჩვენი მთელი ცხოვრების ნაოცნებარი მოგზაურობა ბუდაპეშტიდან,არც თუ ისე კარგად დაიწყო. რამოდენიმე თვე ვგეგმავდით ჩვენს first long trip-ს. უნგრეთიდან ჯერ პოლონეთში ვაპირებდით წასვლას ფესტივალზე, მერე გერმანიაში მეორე ფესტივალზე და ბოლოს ავსტრიაში მეგობართან. სწავლა და გამოცდები დამთავრდა, გასაღები ჩავაბარეთ ბინის პატრონს, თითო-თითო ჩანთა და კარავი ავიღეთ და წამოვედით.უკვე ოფიციალური homeless-ები ვიყავით.სახლიდან გამოსვლისთანავე გაირკვა,რომ მიუხედავად ამდენი ხნის დაგეგმვა/მზადებისა არანაირად არ ვიყავით მზად. ისიც კი არ ვიცოდით ბუდაპეშტიდან როგორ უნდა გავსულიყავით. ეს ,რატომღაც , არცერთისთვის არ აღმოჩნდა სიურპრიზი.

სამი საათი ბუდაპეშტში დავდიოდით წინ და უკან. უმძიმესი ჩანთებით ორჯერ გავედით ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში.ბოლოს კითხვა-კითხვით მივედით ევროპის მთავარ, M3 მაგისტრალზე. google mapმა დაგვიგეგმა გზა ბუდაპეშტდან ვარშავამდე ბრატისლავას გავლით და ჩვენც მზად გვქონდა კარდონის ქაღალდის ნაგლჯი წარწერით Bratislava. დავდექით გზაზე. ჯერ მე,მერე მარიამი. მერე ისევ მე. თავიდან სახალისო იყო. მერე როცა  ერთი საათი ისე გავიდა რომ არავინ გაგვიჩერა,მივხვდით, რაღაცას არასწორად ვაკეთებდით. მე წავედი იქვე სადგურზე რომ რამე გამერკვია. მძღოლებმა ინგლისური არ იცოდნენ. ჩემი უნგრულით ძლივს გავაგებინე და ძლივს გავიგე, რომ ბრატისლავაში წასასვლელად ქალაქის მეორე ბოლოში უნდა გავიდეთ.ისევ.

როდესაც დავბრუნდი, დავინახე რომ მარიამი ვიღაც ბაიკერს ელაპარაკებოდა. აღმოჩნდა,რომ სანამ მე წასული ვიყავი მარიამი უბრალოდ იჯდა გაშლილი ქაღალდით,ბაიკერმა ჩაიქროლა თავისი მოტოთი და უცებ მობრუნდა იმის სათქმელად რომ ბრატისლავა სულ სხვა მხარეს იყო. ჩვენ ავუხსენით რომ პოლონეთში ვცდილობდით წასვლას და აშკარად ვერ მივდიოდით. გვირჩია რომ წავსულიყავით უნგრეთის ქალაქ მიშკოლცამდე და იქედან შეგვეძლო გადავსულიყავით პოლონეთში სლოვაკეთის გავლით. მე მადლობა გადავუხადე, მარიამს შეუყვარდა. 

იქვე კომპიუტერული ტექნიკის მაღაზიის სანაგვე ყუთიდან ახალი ყუთი ავიღეთ და დავაწერეთ Miskolc. სანამ ისევ დავდგებოდით ავოტოსტოპზე, ცოტა ხანს კიდევ ვიბოდიალეთ და შუა ავტობანზეც გავედით, სადაც არც გასვლა შეიძლებოდა და არც მანქანის გაჩერება.ალბათ ,ყველა მძღოლმა გვაგინა, რომელიც ჩვენს წინ და უკან დაქროდა.

მოკლედ, დავდექით ისევ M3 ზე და ზუსტად 10 წუთში გაგვიჩერა პატარა, ყვითელმა კუპემ. მე რომ ხოჭოებს ვეძახი ისეთმა. ყიჟინით მივვარდით მანქანას. საჭესთან პატარა, გამხდარი ქალი იჯდა.თვითონ მანქანა კი სავსე ქონდა ათასი ხარახურით. გააჩერა და ეგრევე თავის შვილთან დარეკა,რომელმაც ინგლისურად ამიხსნა, რომ დედამისი ბუდაპეშტდან მიდიოდა ქალაქ გოდოლოში.  მას შეეძლო წავეყვანეთ მხოლოდ ამ ქალაქამდე, იქედან მიშკოლცი ძალიან ახლოსაა და მარტივად წახვალთო. რათქმაუნდა, ჩავჯექით, უფრო სწორად ძლივს ჩავეტენეთ ჩვენი ჩანთებით და წავედით . ეს იყო 29 ივნისს, 14:30-ზე.

ასე დაიწყო ყველაფერი.. 🙂

My B-day and moodeselektooooooooor !!


hola!  მე ვარ კნო , 17 ნოემბერს გავხდი  21 წლის და მე მქონდა ყველაზე მაგარი დაბადების დღე !

დავიწყებ იმით ,რომ ზოგადად არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე.არც აღნიშვნა,არც მოლოცვები და სხვათაშორის არც საჩუქრების მიღება(არც გაჩუქება). კიდევ იმიტომ არ მიყვარს,რომ 17 ნოემბერი აქამდე ან ერთი ჩვეულებრივი დღე იყო ხოლმე ან უბრალოდ ძალიან ცუდი.უბრალო დღე იყო როცა წავედით სადღაც სახინკლეში და არტურასთან და ხაჩიკასთან ერთად ვიქეიფეთ  და ძალიან ცუდი იყო მაშინ ,როცა ჩემს დაბადების დღეზე არავინ არ მოვიდა 😦

ამის შემდეგ გადავწყვიტე,რომ მე უბრალოდ აღარ უნდა გადავიხადო დაბადების დღე, მაგრამ,ეს იყო მანამ, სანამ არ გავიგე რომ  ჩემს დაბადების დღეზე ჩამოდის modeselektor !

1474574_582746328485899_1202746137_n

გერმანელ დუოზე ერთ-ერთ პოსტში უკვე დავწერე . მახსოვს როგორ ველოდებოდი open air ზე .  ჩამოვიდნენ, მაგრამ ტექნიკური ხარვეზების გამო დაკვრა ვერ მოახერხეს და უკან გაბრუნდნენ 😦

მიხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის ღონისძიებები  ჯერჯერობით არც ისეთი მასშტაბურია და არც ინტენსიური, Underwheel – ში მაინც შეიკრიბა დიდი რაოდენობით IDM ჟღერადობით დაინტერესებული მსმენელი, რომელსაც ღირსეულად დახვდა ჯერ LUNA 9 , უნიჭიერესი მაქს მაჩაიძე , უმეტესად ჰიპ-ჰოპის ელემენტებით გაჯერებული სეტით, შემდეგ კი modeselektor- მა გააგრძელა  მსმენელზე ზრუნვა საყვარელი თრექებით ალბომ monkeytown  იდან.  სამი საათის განმავლობაში დუეტი ბოლომდე დაიხარჯა მსმენელთან ერთად და გაიღო ყველაფერი 🙂

სებსატიანი და გერონტი  berlin-ით დაგვემშვიდობნენ 5000 კაცის  წივილ-კვილის თანხლებით 🙂 ძალიან ძნელია გადმოვცე ზუსტად ის ემოცია,რაც ამ სამმა საათმა დამიტოვა.რა თქმა უნდა მქონდა გარკვეული მოლოდინი,მაგრამ ყველაფერმა ყველაფერს გადააჭარბა.

რაც ყველაზე მთავარია,სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი იმის გამო,რომ ქართველების ბუნებრივი მოთხოვნილებიდან გამომდინარე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარონ ყველა და ყველაფერი,ამ ივენთის შესახებ მხოლოდ დადებითი კომენტარები წავიკითხე.რაც ნამდვილად პოზიტიური ფაქტია .პოზიტიური ფაქტია ისიც,რომ modeselektor მა მომილოცა დაბადების დღე და ჩემთვის ამაზე კარგი საჩუქრი არასოდეს არავის არ გაუკეთებია.

დიდი მადლობა ამისთვის ჩემს საუკეთესო მარიამს  და 

ფოტოგრაფ ალექსანდრე ბაგრატიონ davidoff -ს .:))
1474968_10151990875077702_1156293394_n
537350_10202710285227891_1548992501_n

1441263_771988159494194_914548223_n

დიდი მადლობა ,,მთვარლ ალუბალს,, ,რომლებმაც მგონი პირველებმა შეძლეს საქართველოში , უკვე მეორედ ამ მასშტაბის ღონისძიების  წარმატებულად ორგანიზება და იმედია მომავალშიც ასე გააგრძელებენ.

და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ შეგნებულ  ადამიანს ,ვინც 16 ნოემბერს ზუსტად იცოდა სად და რატომ მოდიოდა,მოვიდა,ისიამოვნა და ყოველგვარი აყალმაყალის გარეშე ბედნიერი დაბრუნდა შინ.

და რაღათქმაუნდა ყველაზე დიდი მადლობა სებასტიანს და გერნოტს იმ საოცარი მუსიკისთვის,რომელსაც ქმნიან. მუსიკისთვის,რომელიც არავისას არ გავს და რომელიც ყველასთვის არ არის :))

P.S. წარმატებებს ვუსურვებ SET FEST -ს   და იმედი მაქვს winter,spring და რაღათქმაუნდა summer set-ებიც ისეთივე წარმატებული იქნება,როგორიც fall setი იყო.

მადლობა ❤

რიგითი ქართველის ფობიები


0139d996b958fae1d2b9117870c1861e

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი,რომ ვარ ერთ-ერთი იმათთაგანი, ვისაც არ აქვს არანაირი ფობია.სანამ,რამოდენიმე დღის წინ არ აღმოვაჩინე რომ ვარ დრომოფობი,ანუ საშინლად მეშინია გზაზე გადასვლის.თუ ვინმემ არ გადამიყვანა ცოდო ვარ.მაგრამ ეს ფობია ცოტა განსხვავებული ფორმით ჩამომიყალიბდა.

 მე მეშინია გზის გადაკვეთის იმის გამო,რომ მეშინია სასწრაფოს მანქანა არ დამეჯახოს.რატომ მაინცდამაინც სასწრაფოს მანქანა?

загруженное (3)
მოკლედ ვდგავარ ტროტუართან და ველოდები შუქნიშანს.მიკეთია ყურსასმენები,ვუსმენ  ამას და მიხარია ცხოვრება.აინთო წითელი და მივდივარ ჩემთვის წყნარად,საერთოდ არ ვაპირებ სიკვდილს.ამ დროს სრულიად შემთხვევით, რაღაც სასწაულის წყალობით ვიხედები იმ მხარეს,საიდანაც წესით საფრთხე არ უნდა მემუქრებოდეს  მომდევნო რამოდენიმე წამის განმავლობაში.თუმცა,ვხედავ მთელი სისწრაფით მომავალ,აჯღავლებულ სასწრაფოს მანქანას,რომელიც სადაცაა დამეჯახება.ამ დროს  სწრაფი რეაქცია და სხარტი მოძრაობები მოვიშველიე და გადავრჩი,მაგრამ ფობია დამრჩა.მერე დავფიქრდი კიდე რა ფობია მაქვს ისეთი,რომელიც აქამდე არ მქონდა,ჰოდა კიდევ 20 აღმოვაჩინე.აქედან ბევრი შეიძლება თქვენც გქონდეთ,მაგრამ არ დაკვირვებიხართ:

  • 1.მეშინია ყვითელ სამარშუტო ტაქსებში ფეხზე დგომის,იმიტომ რომ ყველა მძღოლს თავი არშემდგარი გონშიკი გონია და შესაბამისად ყველანი მანიაკები არიან.
  • ყვითელი ავტობუსების კონტროლიორების.კონტროლიორების იმიტომ მეშინია,რომ ბილეთის აღების მეშინია.44777

2.მეშინია ქელეხში წასვლის.მჯერა,რომ ამ დროს მიცვალებულის სული ჰაერში დაფარფატებს და როცა ხედავს რომ აღარვის ახსოვს და ჭირისუფლების გინებაში მისი ადგილი ლობიომ და ჩაქაფულმა დაიკავა,ასე მგონია რომ ტირიიის (((

3.მეშინია ქორწილში წასვლის.არ მინდა ბოლოს ვინმემ მცემოს ან ისე დავთვრე,რომ ნინო ჩხეიძის რეპერტუარზე ფეხშიშველმა ვიცეკვო.ფეხშიშველმა იმიტომ,რომ მეორე ფეხსაცმელების წაღება სულ მეზარება ხოლმე,დაბლების ანუ.

4.ტელევიზორის მეშინია.

  • მაიას და ნანუკას თუ მოვკრავ თვალს ნერვული აშლილობა მეწყება.
  • არაჟურნალისტების(განსაკუთრებით მოდელები,მსახიობები და სპორტული კომენტატორები) წაყვანილ გადაცემებს რომ ვუყურებ აგრესიულიც ვხდები.
  • თურქულ სერიალს თუ შევესწარი უკვე უმართავი ვხდები და მერე მარტო ელექტრო შოკით მკურნალობას გამოვყავარ მდგომარეობიდან. ადრე ვენესუელურ სერიალებზე მემართებოდა ესე.საკვანძო სიტყვები იყო ხუანიტა, როზარიო და ხუან-ანხელი.ახლა ჩინარის,სავაშის და ონორმა ბეის გაგონებაზე მაჟრიალებს.
  • hqdefault
  • 5.ფეისბუქის მეშინია.
  • მეშინია ვინმემ თავი არ შემაყვაროს უნახავად და მერე ცოლად არ გავყვე,მერე კი აღმოვაჩინო, რომ ვირტუალურად მღალატობს.
  • შეყვარებულების და ცოლ-ქმრების საერთო აქაუნთებისაც მეშინია.
  • შეყვარებულებს რომ married სტატუსიც მაშინებს ზოგჯერ.
  • კომენტარებში სადაც სიტყვა ,, ლამაზუნას ,, წავიკითხავ მაშინვე სუიციდზე ვვიწყებ ფიქრს.

6. iphone ის მეშინია ძალიან.

iphone-selfshot-asiangirl (2)

7.ვაკანსიების მეშინია.ასე მგონია ყველგან ტყუილად უნდა მამუშავონ,ხელფასი არ გადამიხადონ და ორ თვეში გამომიშვან.

8. ნაგვის მეშინია. მაგრამ სანამ დენს არ მიებმებოდა მანამდე არ მეშინოდა და გამივლის ალბათ მალე.
9.კიდე ღამით ნაგვის გადაყრის მეშინია,იმიტომ რომ ურნიდან შეიძლება ვინმე ამოხტეს და გული გაგიხექოს.ზოგჯერ უბრალოდ კატაა ხოლმე,ზოგჯერ უბრალოდ კაცი ან ქალი…

загруженное (4)
10.მეშინია ისეთი ყოვლად ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნივთების,როგორებიცაა ცოცხი,ტაბურეტკა,ჩანგალი…

cocxi_617511. ნინი ბადურაშვილის და მაილი საირუსის მეშინია.

12.  პირველკლასელებს რომ კომპიუტერებს ურიგებენ მაგისიც მეშინია რატომგაც.

13. . მეშინია ჩემს უნივერსიტეტს არაფერი დაემართოს ცუდი.ან არ დაინგრეს ან ნორმალური არ გახდეს.რავიცი,ესეთი მომწონს მე ❤
14. მანქანის ყიდვა მინდა ძალიან,მაგრამ ბენზინის ფასების ისე ძალიან მეშინია,რომ ახლოსაც ვერ მივეკარები ჩასასხმელად ხო ვიცი .
15.  გზების მეშინია. ყველასი არა,მარტო იმ ავტობანის დასავლეთისკენ რომ მიყავხარ. იმ 90 კმ-ის 9 წელი რო კეთდებოდა.
16. აქციაზე წასვლის მეშინია. მეშინია არ დამშალონ.

загруженное (4)

17. იმ ჭეშმარიტი მორწმუნეების მეშინია გამწარებულები რომ ყვიროდნენ ყველა არატრადიციული ორიენტაციის არსება დასახვრეტიაო.
18. მეშინია ისეთი ლამაზი არ ვიყო,რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოვეწონო.ყველა სურვილი ამისრულოს,ყველაგან შემტენოს და ყველა შემტენოს.მერეაღარ მოვეწონო ისეთი,როგორიც ვარ და მკერდის ოპერაციის გაკეთება მაიძულოს.

19.მეშინია საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე კანდიდატმა მართლა არ გაიმარჯვოს.არადა ვიღაცამ ხო უნდა გაიმარჯვოს. მალე საქართველოში ცხოვრების ფობია გამოჩნდება.загруженное (3)
20.და ბოლოს მართლა მაქვს ანატიდაეფობია. მე მართლა მეშინია ერთ-ერთი იხვის მსოფლიოს რომელიღაც კუთხეში,რომელიც ზუსტად ვიცი რომ მუდმივად მითვალთვალებს.images

ყველაზე სექსუალური და საშიში ქალები მსოფლიო კინემატოგრაფიაში


Kate-Nauta-Transporter-2-Lola-Poster

ალბათ ყველას გინახავთ სხვადასხვა რეიტინგი და იცით,რომ ის შეიძლება იყოს მინიმუმ სამეული,ხუთეული,ყველაზე ხშირ შემთხვევაში ათეული,ორმცდაათეული და ა.შ. მაგრამ შეიძლება არ გქონდეთ ნანახი რვა ელემენტისგან შედგარი რეიტინგი. არცაა გასკვირი. რა უნდა დაარქვა ასეთ რეიტინგს? საუკეთესო რვავეული , რვაეული  თუ საუკეთესო რვეული ?

მე მაინც გადავწყვიტე რომ გიჩვენოთ  არც მეტი არც ნაკლები რვა ,ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალი, როლებიც ამავე დროს ცივსისხლიანი მკვლელები,საიდუმლო აგენტები და უბრალოდ,სუსტი სქესის ყველაზე ძლიერი წარმომადგენლები არიან.

მაშ ასე  ,,საუკეთესო რვეული ,, !!

8.

Beatrix Kiddo – Uma Thurman 

Kill Bill

thumbnail-KB

ტარანტინოს ტარანტინოსავით გადარეული ფილმი kill bill .
უმა თურმანი ჩემს რეიტინგში ბოლო ადგილზეა,თუმცა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ნამდვილი ქალი შეიძლება კატანას ქნევაში ჟლეტდეს ათობით ადამიანს მაგრამ ეს ხელა არ უშლიდეს მის დედობრივ ინსტინქტებს, სიყვარულის უნარს და ა.შ ბლა ბლა ბლა

Kill-Bill-References-In-Video-1

kill-bill-kill-bill-3751272-720-405

7.

Trinity – Carrie-Anne moss

The Matrix

trinity

ეს ფილმი  რომ ყველამ იცის ამაში ეჭვი არ მეპარება. The Matrix და  V for Vendetta ძმები ვაჩოვსკების, უკცრავად, უკვე და-ძმა ვაჩოვსკების სავიზიტო ბარათია.  რაც შეეხება ტრინიტის,რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს რეიტინგში, მკაცრი და ცივი გარეგნობის გამო თავიდან ვერც ლამაზად აღიქვამ და ვერც სექსუალურად.თუმცა ეს მხოლოდ მაშინ ,როდესაც ის მატრიცაშია. მუქი სათვალის და თუ ლატექსის კომბინიზონის გარეშე ლამაზიცაა,სექსუალურიც და ადამიანურიც კი.

images (5)images (6)

6.

Diane – Vahina Giocante

Secret Defense

126892-b-secret-defense

large_320641

რაც შეეხება ამ ფილმს, დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს არ გექნებათ ნანახი. ფილმი ფრანგულია ,  Secrets of State ქვია და საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების მიერ ჩატარებულ ერთ-ერთ ოპერაციას ასახავს. ეს მშვენიერი გოგონა კი ფოტოზე , სტუდენტია,რომელიც ამ ორგანიზაციის საიდუმლო აგენტი გახდება. ფილმი არ არის კინემატოგრაფიის შედევრი,არც ჯილდო-ნომინაციები აქვს განსაკუთრებული, არც მსახიობები ან რეჟისორია ყველასათვის ნაცნობი,მაგრამ მე მაინც მომწონს ეს ფილმი. ხომ არის ხოლმე მსახიობის გამო რომ უყურებ ფილმს,ან პატარა ლავ -სთორის გამო მოგწონს :).ვფიქრობ, Diane ნამდვილად იმსახურებდა ამ რეიტინგში ყოფნას.

secret-defense4

SECRET-DEFENSE-04

5.

Peta Wilson -Nikita

La Femme Nikita

nikita-peta wilson

600full

მე მგონი აქ  ყოველგვარი განმარტება ზედმეტია. ,ალბათ ყველას გეცნოთ ქალი ნიკიტა 🙂 .მართალია, რეიტინგში სერიალების გმირების შეყვანას არ ვაპირებდი,მაგრამ ნიკიტას გარეშე ეს რვეული არ იქნებოდა სრულყოფილი. თან ვფიქრობდი რომ ცოტა “ტეხავს” , რაღა დროს ნიკიტაა.. მაგრამ კიდევ კარგი ჩემი რეიტინგია და ვისაც მინდა იმას შევიყვან.

4.

Domino Harvey – Keira knightley

Domino

Domino-921147939-large

მიუხედავად იმისა,რომ ამ ფილმს განსაკუთრებული ღირებულებები არ გააჩნია, ,,Domino,, მაინც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და კირა ამ ფილმში მომწონს ისე,როგორც არსად სხვაგან.
დომინო ჰარვი ცნობილი მსახიობის შვილი და ყოფილი მოდელია,რომელიც ვერ ერგება მის გარშემო არსებულ რეალობას,მიატოვებს ყველაფერს და მიკი რურკის და ედგარ რამირეზის ბანდას შეუერთდება,რომელიც ,,თავებზე,, ნადირობს. ძალიან ექშენ ფილმია და კირა არის აქ უსექსუალურესი. 🙂

images (4)

Domino

მივუახლოვდით საუკეთესო სამეულს!

3.

Cataleya – Zoe Saldana

Colombiana

colombiana (1)11111

17904868-80e3-48d2-9fa3-8b2c68204799HiRes

ჩემს რეიტინგში მესამე ადგილზეა ქილერი კატალეა, რომელმაც ამოხოცა ნახევარი ამერიკა,მაგრამ ისიც კი არ იცის არავინ როგორ გამოიყურება,ხოლო ვისაც ის ნანახი ყავს უკვე საიქიოსაა გამგზავრებული. ის მსხვერპლის გვამთან ტოვებს უცნაურ ყვავილს,რომელსაც ასევე ქვია კატალეა და რომელიც მხოლოდ კოლუმბიაში იზრდება. თუმცა ბოლოსდაბოლოს ისიც დაუშვებს შეცდომას ,მაშინ როდესაც შეუყვარდება. მაგრამ ,საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც კარგად მთავრდება. კარგად დამთავრებაში იმას ვგულისხმობ,რომ კატალეა ფილმის ბოლოს საღ-სალამათია,თუმცა რაღათქმაუნდა, ცუდად დამთავრდა ამერიკის დარჩენილი ნაწილსთვის,რომელსაც ასევე ამოხოცავს.
ყველაფრის მიუხედავად ,ზოე ამ ფილმშიც,სხვა ფილმებშიც და საერთოდ ყველგან შეუდარებელია.

colombiana

2.

Fox – Angelina Jolie

The Wanted

1000w

Wanted-angelina-jolie-433524_1280_1024

ამ ქალის გარეშე არცერთი რეიტინგი არ კეთდება  და ჩემიც ,,რვეულიც,, არაა ამ მხრივ გამონაკლისი. the wanted არის რუსი რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი,რომელში თამაშობენ ჰოლივუდის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიცაა მორგან ფრიმენი და ჯეიმს მაკევოი. ფილმი,საერთო ჯამში, არ არის მაგარი.თუმცა ნამდვილად კარგი საყურებელია მათთვის, ვისაც უყვარს ბევრი სროლები ფანტასტიკის ელემენტებით.
შეიძლება ვინმემ იფიქროს, რატომ მაინცდამაინც ეს ფილმი . ?
მართალია, ენჯის აქვს სხვა,ბევრად უფრო ცნობილი და წარმატებული ფილმებიც,მაგრამ მე მაინცდამაინც გაგიჟებული არ ვარ ამის ფილმოგრაფიაზე. ზოგადად, არ მომწონს როგორც მსახიობი და არც მისი როლები.ქონდა რამოდენიმე როლი,რომელიც ასეთუისე მომწონს მაგრამ  საერთო ჯამში როგორც მსახიობი ეს ქალი არაა ჩემი ფავორიტი.თანაც,ძირითადად სულ ერთმანეთის მსგავს ფილმებში იღებენ.ყველგან იარაღით დარბის და ყველგან სექსუალურია,ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს Lara Croft ის პოსტერს დავდებ,Mr. & Mrs. Smith ის , the wanted ის თუ salt ის.მოკლედ ასეა თუ ისე ჯოლი დამსახურებულადაა მეორე ადგილზე.

Angelina-Jolie-Wanted-angelina-jolie-31763126-497-283

p.s. ამ რეიტინგთან რა შუაშია მაგრამ,არ შემიძლია არ ავღნიშნო,რომ ამ ფილმში არის ერთი პერსონაჟი ყასაბი,რომელიც არის ბედკრული საქართველოს ღირსეული შვილი. 🙂 მისი სახელია დათო ბახტაძე და გარდა იმისა,რო მე ვამაყობ , ამასთანავე მე ძალიან მშურს მისი.წარმატებები დათოს  hollywood ში))

008WTD_Dato_Bakhtadze_003

And Winner iiiis . . .

1.

Lola – kate nauta

Transporeter 2

Kate-Nauta-Transporter-2-Lola-W630

მე უბრალოდ ვგიჟდები ამ ქალზე !ჩემი აზრით,სიტყვები საშიში,ცივსისხლიანი და უბრალოდ შეშლილი შეეფერება სწორედ ლოლას, ისე როგორც არავის სხვას.ამავდროულად, უგონოდ ლამაზი და უსაზღვროდ სექსუალურია. სწორედ ამიტომ,ყველაზე მეტად იმსახურებს ჩემი ,,რვეულის,, სათავეში ყოფნას.

არ მიყვარს “ტრანსპორტერი” და მსგავსი ტიპის ფილმები. ამ ტრილოგიის პირველ და მესამე ნაწილს ალბათ არ ვუყურებ არასდროს,მაგრამ მეორე ნაწილს სწორედ ლოლას გამო შემიძლია ვუყურე მილიონჯერ.

კეიტ ნაუტა სინამდვილეში არია მომღერალი, ისეთივე არაჩვეულებრივი ხმა აქვს,როგორიც გარეგნობა. კინოში ეს მისი პირველი როლი იყო , რომელსაც მშვენივრად გაართვა თავი.

Kate-Nauta-Transporter-2-Lola-guns

nauta

KateNauta0007

normal_Kate-Nauta-Tongue-1

სულ ეს იყო !

p.s

აქ ჩამოთვლილი პერსონაჟები,როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე,არიან ქალები,რომელთაც მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც ჰყავთ მოკლული,მიუხედავად მიზეზების კეთილშობილებისა,ისინი მკვლელები არიან. უცნაურია,მაგრამ მიუხედავად ამისა,ფილმის ყურებისას იძულებული ხდები მათ მიმართ დადებითდ განეწყო, გაამრთლო მათი ძალადობრივი ქცევები და ბოლოს გაგიხარდეს,რომ გადარჩნენ და მართლმსაჯულებას ხელიდან დაუსხლტნენ . (გამონაკლისია ლოლა ) 🙂
ეს ყველაფერი იმის ბრალი ხომ არ არის, რომ უკვე იმ დოზით გვაწვდიან ძალადობის ამსახველ კადრებს ყოველი მხრიდან,რომ მივეჩვიეთ და ნორმალურად გვეჩვენება.?